აბა დღეს მე ვის რა ვარგე?

ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო:„ – აბა დღეს მე ვის რა ვარგე?“ ალბათ,  ასე განმარტავდა ილია კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას.

news_44426-890x395_c

რა ვარგე თანამშრომლებს, საზოგადოებას, მომხმარებელს, გარემოს! თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნეს სუბიექტის კეთილი ნებაა, მისი ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებაა პროდუქტის ან მომსახურების გასაღების გარდა სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზეც დაფიქრდეს და თითქმის ზოგადსაკაცობრიო პრობლემების გადაწყვეტაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. მაააგრამ – ეს მას კანონით არ ევალება  და თუ მას არ მოუნდება შესაძლოა არც კი დაფიქრდეს ამ ყველაფერზე!

gamer

მარტივად რომ ვთქვათ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესს მოუწოდებს იყოს სასაგებლო და მომგებიანი არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის არამედ იმ საზოგადოებისთვის, რომელთა გარეშეც ბიზნესი ვერ იარსებებს. ბიზნესი ღია და სასარგებლო უნდა იყოს რიგითი მომხმარებლებისთვის, ადამიანებისთვის რომლებიც ყიდულობენ მომსახურებას, პროდუქტს და ა.შ ბიზნესი ღია და სასარგებლო უნდა თანამშრომლებისთვის რომლებზეც დგას ბიზნესი. ბიზნესი უნდა გაუფრთხილეს იმ გარემოს, რომლის ნაწილიც თავადვე არის.  hat

რამდენად ესმით დღეს საქართველოში არსებულ ბიზნეს ოპერატორებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ცნება ვერ გეტყვით. ცხადია, არსებობენ ისეთი კომპანიები, რომლებიც ამ ტერმინების ახსნა-განმარტებას გუგლში არ ეძებენ, ისინი მუშაობენ „აბა დღეს მე ვის რა ვარგე?“ პრინციპით, სწორედ ამიტომაც ყავთ ბევრი ლოიალური მომხმარებელი, უკან დაბრუნებული ბევრი კლიენტი, ბევრი გული ❤ სოციალურ ქსელში და რა თქმა უნდა, საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული – სახელი! არსებობენ ისეთებიც, რომელთაც თავის გატეხვას სახელის გატეხვა ამჯობინეს, რას ვიზამთ, ეს მათი არჩევანია. უბრალოდ, დღეს სახელის გატეხვა უფრო გლობალური, უფრო სოციალური და უფრო მტკივნეული გახდა. სახელის გატეხვა გამოიხატება ბევრ უარყოფით კომენტარში, ბევრ უარყოფით შეფასებაში, Facebook ზე დაწერილ 1-იანებში, კომპანიის Facebook გვერიდიან გამქრალ review ფუნქციაში და სახალხო სოციალურ პროტესტში. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ხომ პირდაპირ მისწრებაა პიარ აქტივობებისთვის, გარანდიოზული და კრეატიული პიარ კამპანიების დასაგეგმად. ეს არ არის უბრალოდ ქველმოქმედება და საახალწლოდ გაჭირვებული ოჯახებისთვის ერთჯერადად და კამერების ხათრით გამეტებული ტკბილეულობა. ეს გრძელვადიანი სამუშაოა, რომელიც ქმნის თქვენი კომპანიის იმიჯს, სახელს და რა თქმა უნდა მოგებასაც! კორპორატიული სოციალური პასუხიმგებლობა ბიზნესის კეთილი ნებაა ეს ნება ბიზნესი იდეის ჩასახვისასვე უნდა იყოს გათვალისწინებული, ზუსტად ისე როგორც შვილებს ვზრდით. გვინდა რომ იყვნენ სასიამოვნო ადამიანები, კომუნიკაბელურები, თავაზიანები, გვინდა რომ ისინი ხალხს უყვარდეს, პატივს სცემდნენ, ენდობოდნენ, გვინდა რომ ჩვენი შვილები ეკოლოგიურ გარემოში გაიზარდონ, ვასწავლით რომ უნდა მოუფრთხილდნენ გარემოს , ვასწავლით რონ ნაგავი ურნაში უნდა ჩაყარონ…მაშინ რა გვიშლის ხელს, რომ ბიზნესიც ზუსტად ისე გავზარდოთ და განვავითაროთ, როგორც საკუთარ შვილებს ვზრდით.

little boss

გამომდინარე იქედან, რომ ბიზნესმენიც ადამიანია, პირველ რიგში ის საკუთარ კეთილდღეობაზე და მომენტალურ მოგებაზე ფიქრობს, მაგრამ თუ ეს ბიზნესმენი ჭკვიანიცაა ის აუცილებლად იფიქრებს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, ანუ იმაზე რომ მისი ბიზნესი სასარგებლო იყოს არა მხოლოდ მისთვის, არამედ ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვისაც. ეს ფაქტი საგრძნობლად გაზრდის მისი ბიზნესის გაყიდვებს! ეს ფაქტი გაზრდის ლოიალური მომხმარებლების რაოდენობას, ეს გაზრდის მედიის მხრიდან მის მხარდაჭერას!

ჩემი დღევანდელი ბლოგი აუცილებლად შეეხებოდა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გარემოს დაცვის საკითხებს,მაგრამ ახლა როდესაც ამ ბლოგს ვწერ პარალელურად ჩემს 5 თვის, ორსულ მეგობარს ვამშვიდებ, რომელიც დღეს მორიგეა, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობს და შეიძლება დღეს დაძინებაც ვერ მოახერხოს. სამწუხაროდ, მის სამსახურში არავის აინტერესებს 5 თვის პატარა ადამიანი მის მუცლეში რომ მორჩილად ზის და ელოდება, დედა როდის შეძლებს დაძინებას. აი ახლა უნდა იყოს მის სამსახურში ისეთი ადამიანი, ვინც კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე ერთ ორ „კაი სიტყვას“ ეტყვის მისტერ BOSS – ს და თუნდაც ცოტა ხანი დააფიქრებს მაინც. თანამშრომლები არიან ის ადამიანები, ვიზეც დგას ბიზნესი, მათზე ზრუნვა კი კორპორაციული სოციალური პასუხსიმგებლობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა, ქვეყანაში სადაც მატივ აღებ-მიცემობაზე დგას კომპანების დიდი უმრავლესობა, ძნელად თუ მოიძებნებიან ისეთები, რომელიც ამ საკითხზე გულწრფელად ან არაგულწრფელად, მაგრამ მაინც ფიქრობენ.  ბედნიერებაა, როდესაც შენი კომპანიის ხსენებაზე ადამიანი იღიმის, შენზე დადებითად საუბრობს, გიწევს რეკომენდაციას ყველგან და ყველასთან, როცა შენი ბიზნესის სახელი იწვევს დადებით ემოციას – ეს ბევრად მეტია ვიდე საღამოს ქვითარზე ამორტყმული Zის ქვეშ დაწერილი ნებისმიერი ციფრი!

post-57-1403957015

ასე რომ არსებულო, არ მომავალო ბიზნესმენებო, კეთილ და საპასუხისმგებლო საქმეებზე ფიქრი შემოსავალს არ შეგიმცირებთ! პირიქით, გაგიზრდით მას! და თუ არ დაგეზარებათ, ყოველ ღამე თქვენს თავს ჰკითხეთ „აბა დღეს მე ვის რა ვარგე?“

Leave a comment

Start a Blog at WordPress.com.

Up ↑

Mariefille's Blog

ყველასთვის საინტერესო ბლოგი ცოტ-ცოტა ყველაფერზე :)

თამის ბლოგი | Tami's blog

blog help me escαpe from the reαlity I live in.

fashionmothers say:

ფეშენმაზერების დღიური - ღაღადი მოდაზე!

კნუტის ბლოგი

მკითხველს თავიდანვე ვაუწყებ, რომ ყველა კეთილსა თუ უკეთურ საქციელს, ჩემს ცხოვრებაში რომ ჩამიდენია,განვიხილავ, როგორც პირადად ჩემს დამსახურებებსა და შეცოდებებს და აქედან გამომდინარე, ვაღიარებ ნების თავისუფლებას.

Humans of Georgia

ადამიანები საქართველოდან

Molkiss ♔

პერსონალური ბლოგი

თიკოს ბლოგი

აქ ცხოვრობს მეამბოხე

პატარა ჟირაფი

ბავშვის აღზრდა და განათლება

Jane's Universe

My Sunny shelter

დღიური

ბლოგი, ნაყარ-ნუყარი

თეკოს ბლოგი

თანამედროვე კაცის ,,ჯიბის წიგნაკი"

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

Eric the Gray

clawing at the keys

An Island in Theoryspace

Jacques Pienaar's blog

boy with a hat

writing as a way of life

MAMA BIRD

PERSONAL ESSAYS | POETRY | MEMOIR

Velociriot!

criticism of the best and worst: media, culture, and more.

PinkyBinks

The Further Adventures of.......

Health & Family

A healthy balance of the mind, body and spirit

Gods of Advertising

We make you want what you don't need.

The Beauty of Transport

Transport design, transport architecture, and transport's influence on art and culture. Part travelogue, part history, all transport (but sometimes tangentially so)

სიყვარულოვნას ბლოგი

მე ვარ ნაწილი იმ დიადი ძალის, ვისაც ავი სურს და კეთილს სჩადის

tychogirl

Through binoculars / I leave my narrow world for / an ocean of stars.

მატიანე

Πάντες ἄνθρωποι τοῦ εἰδέναι ὀρέγονται φύσει

Olivia A. Cole

Author. Blogger. Bigmouth.

A Feminist Challenging Transphobia

The greatest WordPress.com site in all the land!

iamthemilk

Every day I'm jugglin'.

Insanity

A Writer's Commentary

Deborah J. Brasket

Living on the Edge of the Wild

კლუბი გეორგიანა

ქსნის საჯარო სკოლის სასკოლო-სამოქალაქო კლუბი გეორგიანა

obonatto

40 კილო მალინა

Molkiss ♔

ერთად შევავსოთ სიცარიელე

პოლიტიკასა და წიგნებზე / On politics and books

ლევან ცუცქირიძის პირადი ბლოგები / levan tsutskiridze's blogs

Nailsbails

A little about everything, a lot about nothing.

Georgia About

The best of Georgia

Blogs Of The Day

Just another WordPress.com weblog