სიკეთის საწარმო

 

social-work-7

საწარმო  –  პირთა და ქონების ორგანიზაციულეკონომიკური ერთიანობა და მოგების მიზნით შექმნილი იურიდიული პირის უფლების მქონე ორგანიზაციული წარმონაქმნია, რომლის სავაჭრო მარკითაც იყიდება საქონელი ან გამოდის ნაწარმი.

დამეთანხმებით, რომ სიტყვა „საწარმო“ უფრო მეტად მის ეკონომიკურ დანიშნულებას გვაგონებს ვიდრე რაიმე სხვას. თუ მას წინ  სიტყვა „სოციალურს“ დავუმატებთ, მივიღებთ ორგანიზაციას, რომელშიც  სიკეთე იწარმოება. სოციალურ საწარმოს აქვს ორმაგი მიზანი: ეკონომიკური და სოციალური. აქედან დომინანტური სოციალური მიზანია.  სოციალური საწარმოს მოგება არ იზომება მხოლოდ ფინანსური წარმატებით. გაცილებით მნიშვნელოვანია მისი წვლილი იმ სოციალური პრობლემის მოგვარებაში, რისთვისაც იგი შეიქმნა და ფუნქციონირებს.

სოციალური მეწარმეობა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება განვითარებულ მსოფლიოში. იგი სოციალური მიზნების ეფექტურად განხორციელების გზაა. ტერმინი სოციალური მეწარმეობა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დამკვიდრდა იმ დროს, როდესაც ბიზნესის შედეგად მოგებული თანხა სოციალური მიზნების გადასაწყვეტად გამოიყენეს. ასეთი ტიპის ორგანიზაციები იყენებენ  ბიზნესის მიდგომებს საზოგადოებრივი პრობლემების მოსაგვარებლად. სოციალური მეწარმეობის დადებითი მხარეებია: სიკეთის კეთება, ადამიანების დასაქმება, ახალი კონტაქტები, საზოგადოებრივი ცხოვრება და ზრუნვა მომავლისთვის.

Digital-Factory

სოციალური მეწარმეები არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავზე იღებენ სამეწარმეო საქმიანობის გარკვეულ რისკს საზოგადოების სასარგებლოდ. მათ სურთ გადაწყვიტონ საკმაოდ რთული და სენსიტიური სოციალური პრობლემები. ასეთი ადამიანებისთვის  დამახასითებელია უნარი, რომ მიზნის მისაღწევად აიყოლიონ თანამოაზარეები.  თავიანთ თავში ისინი აერთიანებენ საზოგადოებრივად მოაზროვნე ადამიანის ხედვას და გააჩნიათ ბიზნესის კეთების ცოდნა და უნარები.

ნებისმიერ კეთილ იდეას, წამოწყებას, ინიციატივას სჭირდება დაფინანსება, ორგანიზება, თანადგომა და ბიძგის მიცემა.

საერთაშორისო ორგანიზაცია “არბაითერ სამარიტერ ბუნდ“-ის, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობ“-ის და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა 8 სოციალური საწარმო. 5 საწარმო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ხოლო დანარჩენი 3 – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

asb_logo_2012

“არბაითერ სამარიტერ ბუნდი” (Arbeiter-Samariter-Bund Deutschland (ASB) უდიდესი საქველმოქმედო  გერმანული ორგანიზაციაა 300-ზე მეტი ფილიალით მთელ გერმანიაში ნაციონალურ, რეგიონულ, რაიონულ და მუნიციპალურ დონეზე. 100 წლის წინ გერმანიაში ძალიან სწრაფად ვითარდებოდა მრეწველობა მაგრამ არ იყო გაწერილი  სამუშაო ადგილებზე  ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის  და საფრთხის თავიდან აცილების ზომები. იმისათვის, რომ  შეემცირებინათ სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების რიცხვი, ბერლინის მუშებმა დაიწყეს პირველადი დახმარების აღმოჩენის სასწავლო კურსი. სწორედ ეს ფაქტი გახდა წინაპირობა იმისა, რომ  ASB-მ შეიმუშავა მთელი რიგი ღონისძიებები სოციალურ და სამედიცინო სფეროში შშმ პირების, ბავშვების, მოზარდების და მოხუცების დაცვის მიზნით.  ამ კატეგორიის ადამიანებისთვის საკვების მომზადება, დაგალება, შინმოვლა, საავარიო-სამაშველო დახმარება. წლების მაძილზე ASB ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალური სამედიცინო მომსახურების სფეროში.

cats

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა” 1996 წლიდან ფუნქციონირებს. ასოციაცია იღწვის დემოკრატიული, მშვიდობიანი საზოგადოების მშენებლობისთვის, რომელიც თანაბარ შესაძლებლობებს მისცემს ადგილნაცვალ ქალებს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქალებსა და ახალგაზრდობას. ასოციაცია ატარებს და მხარს უჭერს სოციალურ, ფსიქოსოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებულ სოციალურ გამოკვლევებსა და დევნილთა, განსაკუთრებით, ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვას.

საწყის ეტაპზე ორივე ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვდნენ ადგილობრივ არასამთვარობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს.(ქვემო ქართლში და ზუგდიდში) გამოჩდნენ პიროვნებები, რომლებიც ადვილად აუღებდნენ ალღოს სოციალურ მეწარმეობას. ტრეინინგების და საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო შეხვედრების  შემდეგ გამოიკვეთა თუ რა სერვისების მიწოდება ესაჭიროებოდათ ადგილობრივებს, რომელი სოფელი რომელი სერვისის მიწოდებას ითხოვდა.

პროექტის, „დევნილთა და მასპინძელი თემების ერთობლივი ეკონომიკური აქტივობა ადმინისტრაციულ საზღვრისპირა რეგიონში, მათი სამშვიდობო კონსოლიდაციის მიზნით“, ფარგლებში ზუგდიდში გაიხსნა  ქვედა კიდურების პროთეზების დამამზადებელი სახელოსნო. სახელოსნოში დასაქმებულნი იყვნენ შშმ პირები, ძირითადი მომხმარებლები იყვნენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული სოციალურად დაუცველი და დევნილი პირები, რომლებიც ცხოვრობდნენ სამეგრელო ზემო სვანეთის და აფხაზეთის ტერიტორიაზე. პროექტი ხელს უწყობდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ მომსახურებას და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

როგორც ასოციაცია „თანხმობის“ წარმომადგენელმა ქალბატონმა სოფა ბერაიამ ინტერვიუში განაცხადა, ქვემო ქართლის რეგიონში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა საკმაოდ სერიოზული პრობლემები. ენობრივი ბარიერი ხელს უშლის არაქართული სოფლების მოსახლეობასთან სრულყოფილ ურთიერთობას. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში მთელი მოსახლეობაა ჩართული, მათ შორის სკოლამდელი ასაკის ბავშვები. ოჯახების უმეტესი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ამით აიხსნება მათი პასიურობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

მიუხედავად ამისა, გამოჩდნენ ადამიანები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები,  რომელთაც გააჩნდათ უნარი და სურვილი ეხელმძღვანელათ სოციალური საწარმოებისთვის, მოემზადებინათ საპროექტო ინიციატივები და ჩართულიყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სოციალური პრობლემების მოგვარების გზით.

პროექტის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეიქმნა სამი სოციალური საწარმო.

სოფელ ბოლნისში, ხაჩინში, გაიხსნა დღის ცენტრი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის. საწარმოს  ყოველდღიურად 15 ბავშვი სტუმრობს.  ამ სოფელში ძირითადად ეთნიკურად სომხები ცხოვრობენ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ოჯახის წევრები ბავშვებს სათანადო დროს ვერ უთმობენ. ამიტომ დღის ცენტრი საუკეთესო ადგილია ბავშვებისთვის. ისინი სკოლისთვის ემზადებიან,  ქართულ ანბანთან ერთად სომხურ ანბანს და ლექსებს სწავლობენ.  მოდიან 10 საათიდან და 4-5 საათამდე დღეს საინტერესოდ ატარებენ. ცენტრში ყოფნისას დღეში 2 ჯერ იკვებებიან, უტარდებათ  შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ცენტრის ძირითადი მიზანი ბავშვების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციაა. საწარმოში 8 ადამიანია დასაქმებული, მათგან ორი მოხალისეა. პროექტის ავტორი არასამთვარობო ორგანიზაცია  „ქვემო ქართლის   ეთნოშორისი ერთობაა“. როგორც ცენტრის კოორდინატორმა კარინე ბეჟანიშვილმა აღნიშნა ცენტრს ამჟამად გრანტების მოძიება სჭირდება, რათა პროექტი გაგრძელდეს.

ირინა ხუბლარიანი – ერთერთი ბენეფიციარის მშობელი- „მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ მე და ჩემი მეუღლე დილით ადრე სამუშაოდ მივდივართ ყანაში. ბავშვი ვიცით, რომ საიმედო ხელშია. აქვს კარგი კვება, სწავლობს ქართულს და ემზადება სასკოლოდ.“

xachini

აზერბაიჯანულ სოფელ ნახიდურში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალი და სამყაროს“ ორგანიზებით დაარსდა დღის ცენტრი, სადაც სკოლის შემდეგ მოსწავლეებს შეუძლიათ დამატებითი ცოდნა მიიღონ სამოქალაქო განვითარებაზე. ცენტრი  წრეების საშუალებით  მომსახურებას უწევს 40 მოსწავლეს. ბავშვებს მეცადინეობის დაწყების წინ აქვთ კვება. ცენტრში დასაქმებულია 8 ადამიანი.

 

ნახიდური (1)

როგორც საწარმოს კოორდინატორმა მარინე ბჟალავამ ინტერვიუში აღნიშნა, სოფელ  ნახიდურის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აზერბაიჯანულია და საერთოდ არ იციან ქართული ენა, ან იციან ძალიან ცუდად. სკოლაც აზერბაიჯანულია.  არის ქართული სექტორიც  მაგრამ მოსწავლეებს, განსაკუთრებით პირველ კლასელებს, ძალიან უჭირთ ქართულ სექტორზე სწავლა.ამ პრობლემის დასაძლევად სოციალურ საწარმოში ფუნქციონირებს ქართული ენის წრე, ქართული სექტორის I-II კლასებისთვის, სადაც პედაგოგი მოსწავლეებს სასკოლო საგნების, გაკვეთილების მომზადებაშიც ეხმარება.(10-12 მოსწავლისთვის 9 თვის განმავლობაში). ცნობილი პრობლემაა აზერბაიჯანულ სოფლებში გოგონების ნაადრევი ქორწინება და მათთვის განათლების მიღების შეზღუდვა. სოციალურ საწარმოში გოგონებმა შეისწავლეს ხელსაქმე (ქსოვის წრე 3 თვე მიმდინარეობდა, ჩართული იყო 10 მოსწავლე). პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს ახალგაზრდებს ისეთი უნარ-ჩვევების დაუფლებაში, რომელიც მათ თვითრიალიზაციის საშუალებას მისცემთ. ბენეფიციარებმა შეისწავლეს ჭადრაკი. შემოდგომით სამკაულების სწავლების წრე დაიწყებს მუშაობას.წრეების საქმიანობის პარალელურად ტარდება მრგვალი მაგიდის შეხვედრები უფროსი ასაკის მოსწავლეებისთვის.შეხვედრებზე ესწრება 20-25 მოსწავლე. მათ შორის ხუთი შეზღუდული შესაძლებლობების  მქონეა.  ახალგაზრდები ქართულად მსჯელობდნენ სამოქალაქო ღირებულებებთან დაკავშირებით და დოკუმენტურ ფილმებს და მრგვალი მაგიდის გარშემო განიხილავენ.  მოსწავლეები პედაგოგების დახმარებით ატარებდნენ ქართულ-აზერბაიჯანული პოეზიის საღამოებს.პროექტის დასასრულისკენ ჩატარდება შემაჯამებელი ღონისძიება სახელწოდებით: „საქართველო, როგორც მრავალეროვანი ქვეყანა“. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა იმ ნივთებისა, რომელიც მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში შექმნეს.

„მნიშვნელოვანია, რომ პროექტმა საშუალება მოგვცა ნახიდურის სკოლისთვის წყლის საკითხი მოგვეგვარებინა. სკოლა იყო წყლის გარეშე. საწარმოს საქმიანობის ძირითადი მიზანია, დაეხმაროს სოციალურად დაუცველებს ქართული ენის  და ხელობის დაუფლებაში. ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, ქართული კულტურის უკეთ გაცნობას და ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციას“ – პროექტის კოორდინატორი მარინე ბჟალავა.

დაბა კაზრეთში არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქალთა ინიციატვები,“ შექმნა მარტოხელა ხანდაზმულთათვის შინ მოვლის სერვისი. ოთხი ადამიანისგან შემდგარი მობილური ჯგუფი კვირაში 2 ჯერ(ან საჭირობის შემთხვევაში უფრო მეტჯერ) წლის განმავლობაში ჯგუფი 15 დან 20 მდე ხანდაზმულს უწევს მომსახურებას. ამჟამად საწარმო 17 ბენეფიციარს ემსახურება.  6  ადამიანი, ცენტრის თითოეული პერსონალი (ექთანი, მზრუნველი, მრეცხავი, ტექნიკური დამხმარე), რომლის საჭიროებაც იკვეთება კონკრეტულ ბენეფიციართან, ახორციელებს  კვირაში ორჯერ  (განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, კვირაში ოთხჯერ, ან  ხუთჯერ) ვიზიტს და სთავაზობს შემდეგ მომსახურებას:  საკვები პროდუქტებისა და სხვა აუცილებელი ნივთების ყიდვა და მოტანა (თანხას პერსონალს აძლევს თავად ბენეფიციარი), სახლის დალაგება, სარეცხის დარეცხვა: ექთნის სამედიცინო მომსახურება,ტექნიკური დახმარება სახლში (მცირე შესაკეთებელი სამუშაოები), ბენეფიციართა სოციალიზაციის ხელშეწყობა (მაგალითად, გასეირნება, სოციალური ურთიერთობების ხელშეწყობა და ა.შ.).

lazreti

„საწარმოს  საქმიანობის  ძირითადი  მიზანია  გავუწიოთ  მომსახურება მარტოხელა, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს, მათი საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების, დამოუკიდებლობისა და სოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით“- პროექტის კოორდინატორი მადონა  ყაფლანიშვილი.

როგორც ქალბატონმა მადონამ აღნიშნა, რომ ერთ-ერთ  ბენეფიციარს  სასწრაფოდ  სჭირდება  ეტლი, იგი  სკამების  საშუალებით  გადაადგილდება.   ბენეფიციარებისთვის  საჭირო  მედიკამენტების  შეძენა, ექიმის  დანიშნულებით, რასაც  ხშირად  ვერ  ახერხებენ (ჩვენ  ვეხმარებით  მხოლოდ  პირველადი  საშუალებებით), ასევე  ტრანსპორტირების  პრობლემა, საჭიროა    მათი  ბოლნისის  რაიონში  ექიმებთან  ჩაყვანა, ან ბანკში- საპენსიო  და  სოციალური  დახმარების  ბარათებთან  დაკავშირებით.

„უღრმესი  მადლობა  საერთაშორისო  ორგანიზაცია  Arbeiter-Samariter-Bund  Germany  (ASB) -სა  და  იძულებით  გადაადგილებულ  ქალთა  ასოციაცია  ,,თანხმობა-ს ”  მხარდაჭერისთვის, რომ  მომეცა  ამ  იდეის  განხორციელების  საშუალება.  კარგი  იქნება  თუ  შევძლებთ  დაფინანსების  მოპოვებას  და  კვლავ  გავაგრძელებთ  საქმიანობას. ამ  ადამიანებს , როგორც  თავად  აღნიშნავენ, სიცოცხლის  ხალისი  დაუბრუნდათ  და  ძალიან  გაუჭირდებათ  თუ  აღარ  მივაკითხავთ“ – პროექტის კოორდინატორი მადონა  ყაფლანიშვილი.

ბენეფიციარი – ეთერ  ფოლადიშვილი  დიდი  მადლობა  ამ  ადამიანებს, ესენი  უფალმა  გამომიგზავნა.

ბენეფიციარი მანანა  ჯალაღონია –   ამ  ადამიანების  გარეშე  არ  ვიცი  როგორ  ვცხოვრობდი, ძალიან  მეხმარებიან  და  მადლობა  მათ.

ბენეფიციარი – ჟუჟუნა  მეტრეველი –  მადლობა  ამ  ხალხს, ძალიან  მეხმარებიან, მათი იმედი  მაქვს და  მადლობა  დამფინანსებლებს.  მადლობა  ,,თანხმობას,”  წამლები  მიყიდეს, რომლებიც  ძალიან  ძვირია  და  ვეღარ  ვყიდულობდი.

ასოციაცია თანხმობის და “არბაითერ სამარიტერ ბუნდის“ წარმომადგებლები საკმაოდ ხშირად სტუმრობენ საწარმოებს და აკეთებენ მონიტორინგს.

როგორც ხედავთ სოციალური საწარმოების დახმარებით, სერიოზული სოციალური პრობლემების მოგვარებაა შესაძლებელი. მეწარმეობის ეს მიმართულება საკმაოდ კარგად იკიდებს ფეხს ჩვენს ქვეყანაში. საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართულობა აუცილებელია ამ სფეროს განვითარებისთვის. ამ სოციალური საწარმოების მაგალითზე ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვაწარმოოთ სიკეთე.

 

მასალა მომზადებულია საქართველოს არბაიტერ სამარიტერ ბუნდი-ს მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის. 

 

Schlumpf

Advertisements

თითქმის ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად ანუ MY.GOV.GE

„დემოკრატიას მრავალი ნაკლი აქვს, მაგრამ მას ერთი ღირსებაც გააჩნია, რაც იმაში მდგომარეობს, რომ დღემდე არავის გამოუგონია რაიმე უკეთესი“ – სერ უინსტონ ჩერჩილი დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, ალბათ, მისთვის უფრო მისაღები გახდებოდა დემოკრატიის კიდევ ერთი ახალი „სერვისი“ ელექტრონული მმართველობა, რომელიც სამომავლოდ ელექტორნული დემოკრატიის ატვირთვას, გაზიარებას და მოწონებას გვპირდება ვირტუალურ სივრცეში. ბოლო წლებში მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის პროცედურების გამარტივება. ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემები, რომელებიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად ისარგებლოს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მომსახურებით.

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პლატფორმების გამოყენების მხრივ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წინსვლა დაფიქსირდა. ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც ბოლო წლებში შეიქმნა არის ერთი ფანჯრის პრინციპზე დაფუძნებული პორტალი My.gov.ge. ალბათ, დაგინახავთ თბილისის ქუჩებში მოსიარულე ავტობუსები My.gov.ge-ს რეკლამით. შესაძლოა, იქ მსხდომმა მოქალაქეებმა არ იციან, რომ ავტობუსით მგზავრობა და თანხის დახარჯვა ,თუნდაც კომუნალური ხარჯების გადახდისთვის, საჭირო სულაც არ არის. ყველაფერი დისტანციურად შეიძლება მოგვარდეს. მოქალაქის პორტალით სარგებლობისთვის მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს როგორც ახალი პირადობის მოწმობა, ისე სახელი და პაროლი, რომლის დარეგისტრირებაც ერთჯერადი პროცედურის გავლით, იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი. საჭიროა გქონდეთ ინტერნეტი და კომპიუტერი თქვენ სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ ძალიან ბევრი კერძო და საჯარო სერვისით ერთ ელექტრონულ სივრცეში სარგებლობას. მომხმარებლის პირადი გვერდი წარმოადგენს სივრცეს, სადაც მოცემულია პიროვნებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია და სერვისების ჩამონათვალი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რამდენი მოსახელე და მოგვარე გყავთ. მომხმარებელს რამდენიმე მარტივი კომბინაციით შეუძლია სხვადასხვა სახის მომსახურების მიღება – პიროვნებასთან, ქონებასთან, სოციალურ მომსახურებასთან, ჯანდაცვასთან, ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურები. შეგიძლიათ აღარ იდგეთ რიგში და არც იმაზე იჩხუბოთ ოჯახის რომელმა წევრმა უნდა გადაიხადოს კომუნალური გადასახადები. საიტით შესაძლებელია თქვენს სახელზე არსებული ჯარიმების, გადასახადების ნახვა და გადახდა. შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად დაარეგისტრიროთ ბიზნესი ნებისმიერი ქვეყნიდან და ისარგებლოთ ელექტრონული ხელმოწერით,რომელსაც იურიდიული ძალა აქვს. თქვენ შეგიძლიათ ქონების ამონაწერის განახლება. მოქმედებს საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის გამოთხოვის სერვისი. უგზავნით ელექტრონულ წერილის ნებისმიერ სამინისტორს და პასუხსაც ელექტორნულად იღებთ. პორტალის გამოყენებით მალე შესაძლებელი იქნება ზოგადი ამბულატორიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა. თავისუფლად შეიცვლით მისამართს ონლაინ ისე, რომ სახლიდან ფეხის გადგმაც კი არ დაგჭირდებათ. ძალიან მარტივად შეამოწმებთ გაქვთ თუ არა საგადასახადო დავალიანება, ნახავთ ინფორმაციას თქვენ მიერ აღებული დოკუმენტების შესახებ. იქნება ეს პასპორტი, პირადობა, ქორწინების თუ ბავშვის დაბადების მოწმობა. თუ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი შეუძლებელია სახლიდან გაუსვლელად, თქვენ უბრალოდ უნდა შეხვიდეთ საიტზე my.gov.ge და თავად ნახოთ, რომ დროის, ნერვების და ფულის დახარჯვა აღარ არის საჭირო იმ მიზნების მისაღწევად, რომლისთვისაც რიგში დგომა და ნერვიულობა გიწევდათ.
ელექტრონული მმართველობის განვითარება საქართველოს მთავრობის სტრატეგიული მიმართულებაა. აღნიშნულ სეგმენტში გაეროს 2014 წლის ელ-მმართველობის კვლევის მიხედვით, საქართველო 16 საფეხურით დაწინაურდა და 72-ე პოზიციიდან 56-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა ელექტორნული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი კომისია, რომლის მიზანიც ქვეყანაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სისტემების მეშვეობით ელექტრონული მმართველობის განხორციელების საკითხების კოორდინირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაა. კომისიის შემადგენლობაში შედის ყველა სამინისტრო, რომელიც წარმოდგენილია მინისტრის მოადგილეებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაზე პასუხისმგებელი პირებისგან, ასევე საქართველოს პარლამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა. დაძმობილების პროექტის „საქართველოში ელექტრონული მმართველობის ხელშეწყობა“ ფარგლებში ექსპერტებს ავსტრიიდან, გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და დანიიდან დაევალათ სტრატეგიის შედგენა „ციფრული საქართველოსთვის,“ რომელშიც მათ უნდა ჩაერთოთ ექსპერტები მონაცემთა გაცვლის სააგენტოდან და სხვა შესაბამისი სააგენტოებიდან. საბოლოოდ მივიღეთ ციფრული საქართველოს განვითარების სტრატეგია გეგმა 2014-2018 წლებისთვის. ელ-საქართველოს სტრატეგია შექმნილია, რათა დააჩქაროს ინფორმაციულ კომუნიკაციური ტექნოლოგიაზე ორიენტირებული ერის პროგრესი.
სახელმწიფოში ინტერნეტ რესურსების ეფექტური გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივება, პირდაპირი კომუნიკაციის აგება, აზრთა ურთიერთგაცვლა, და რაც მთავარია, მთავრობის ღიაობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. სპეციალისტთა აზრით, ელექტრონულ მმართველობას სახელმწიფო სექტორის ტრანსფორმაციის უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. დამეთანხმებით, საკმაოდ კომფორტულია ზამთარში იჯდე კომპიუტერთან, თბილად, მშვიდად მიირთმევდე ჩაის ლიმონით და შაქრის ჩაყრაც არ გჭირდებოდეს, ისე ტკბილად გიწევდნენ ონლაინ კონსულტაციას. დამეთანხმებით, არც ის არის ცუდი, როდესაც კომპიუტერით შეგიძლია აკონტროლო შენი დაქირავებული მთავრობა (ჩვენ ხომ ხშირად ვივიწყებთ, რომ მთავრობას ჩვენ ვირჩევთ და ჩვენი ვალია ვაკონტროლოთ, როგორ არსულებს თავის მოვალეობას). ინტერნეტით დამყარებული კავშირი მოსახლეობასთან სახელმწიფოს აძლევს საშუალებას იყოს გამჭვირვალე, გამოხატოს მეტი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე. იზოგება დრო, ადამიანური რესურსი, ურთიერთობები ხდება მოწესრიგებული და ორგანიზებული. მოქალაქეები ხდებიან მეტად ინფორმირებულები და ინტეგრირებულები ხელისუფალთა მართვის პროცესში, ითვლებიან ღირსეულ მოქალაქეებად, რომლებიც ყოველთვის უნდა ჩააყენო საქმის კურსში, უნდა ჰკითხო აზრი და შეუთანხმო რას და როგორ აპირებ. ელექტრონული მმართველობა უაღრესად მოსახერხებელი რამ არის და ერთადერთი მისი ნაკლოვანება მისი არასაყოველთაობაა. მაგრამ ეს ნაკლოვანება დროებითია და კომპიუტერული ტექნოლოგიების შემდგომი განვითარების, აგრეთვე მოსახლეობის ყველა ფენის შესაბამისი უნარ-ჩვევებითა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის კვალობაზე იგი მმართველობის დომინანტურ ფორმადაც შეიძლება იქცეს.

ნაბიჯ(ებ)ი თავისუფლებისკენ

98622[1]საქართველოში პატიმარი, პატიმრობა, ყოფილი პატიმარი ეს სიტყვები ნაცნობი და აქტუალურია თითქმის ყველა ოჯახისთვის, სამეგობროსთვის, სამეზობლოსთვის და უნდა იყოს  სახელმწიფოსთვის. მე ვიცნობ ბევრ ადამიანს, რომელიც ყოფილი პატიმრის სტატუსს ატარებს და ზოგი ახლაც პატიმარია. გასაკვირია რომ არ ვიცნობდე, რადგან 2010 – 2011 წლებში საქართველოში ყოველი მერვე ადამიანი მსჯავრდებული გახლდათ. ჩვენ წინა წლებშიც მოგვისმენია, რომ ციხებში ხალხს აწამებდნენ, იყო სიცოცხლისთვის საშიში პირობები, დამცირება, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო და აი გვანახეს კიდეც. გვანახეს წინასაარჩევნოდ ალბათ იმიტომ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მიგვეღო და დროის გასვლასთან ერთად არ დაგვიწყებოდა ეს კადრები. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ყველასთვის კარგად ნაცად და ნაცნობ „ნულოვანი ტოლერანტობის“ ფარგლებში საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა, კომატოზურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. კომა- ბერძნული სიტყვაა და ღრმა ძილს ნიშნავს. ეს არის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობა.ახასიათებს რეფლექსების თანდათანობით მოშლა სრულ გაქრობამდე. რეფლექსები თანდათანობით მოიშალა მაგრამ გაქრობის რა მოგახსენოთ. რას წარმოიდგენდა ილია, რომ ოცდამეერთე საუკუნის საქართველოშიც ისევ აქტუალური იქნებოდა: ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!-ო „ციხის კადრებმა“ მართლაც შუა ძილის დროს გამაღვიძა. მეგონა საშინელებათა ფილმს ვუყურებდი ქართული ტიტრებით. იმ ღამეს პირველად მომინდა, რომ ჩემი შვილი ამ ქვეყანაში არ დაბადებულიყო. ჩემი ბიჭი, 2012 წლის 6 ოქტომბერს, საქართველოში დაიბადა, შეცვლილ საქართველოში, კარგად თუ ცუდად შეცვლილში ამას დრო გვიჩვენებს. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბევრი ადამიანი დამეშვიდობა ციხის სისტემას, შესაბამისად ბევრ ადამიანს მი(ვ)აწერეს(თ) სოციალური სტატუსი – ყოფილი პატიმარი. მოდით ყვეალფერი თავიდან დავიწყოთ.

“ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დავაპატიმროთ და მივუსაჯოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ის თავის თავში იპოვის პასუხს კითხვაზე- რატომ?“- იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე

უდანაშაულო არავინ არის. ჩვენ მხოლოდ დანაშაულის ხარიხსი განგვასხვავებს ერთმანეთისგან. ბევრჯერ და ბევრისგან გამიგია ციხეში გამოსწორებული კაცი არ მინახავსო.  არადა, პენიტენციარული – გამასწორებელს, მოსანანიებელს ნიშნავს. მიუხედავად თავისი რეალური დანიშნულებისა, საქართველოში სასჯელაღსრულების სისტემა ადამიანების მექანიკურ, დასაქოქ არსებებად გარდაქმნისკენ იყო მიმართული. იმას ვერ გეტყვით ციხის კოლექტივს წაკითხული ჰქოდა თუ არა ენტონი ბერჯერსის „მექანიკური ფორთოხალი“ მაგრამ ადამიანის დასაქოქ ხელსაწყოდ (რომელსაც მხოლოდ უნდა აჭამო და სცემო) გამოწვრთნა და წამების მეთოდები აშკარად ჰქონდათ ათვისებული. ადამიანი, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი ხდება, თავიდანვე უჩნდება სტრესი.

A_Clockwork_Orange_by_kingofthelabბრალდებული – ეს არის გაურკვევლობის სტრესი. სანამ ბრალდებული ხარ გიჩნდება კითხვები: რა მეშველება? ნეტავ რა მოხდება? გამიშვებენ თუ აქ დამტოვებენ? თუ დავრჩები რა მელის?

მსჯავრდებული -უკვე მსჯავრდებული განიცდის სტრესს, როგორც პენიტენციური მსხვერპლი.

ყოფილი პატიმარი -გათავისუფლების წინა პერიოდი – ამ პერიოდს ყველაზე მეტი კითხვა დაესმის. არ იცი გარეთ რა დაგხვდება, ვინ როგორ შეგხვდება, რა უნდა გააკეთო მომავალში , როგორი იქნება შენი ცხოვრება ამ კედლებს მიღმა.

26447en_USI_QuestionMark-300x300პატიმრობისას ადამიანი განიცდის ფსიქოლოგიურ სტრიპტიზს. მისი განცდები, ფიქრი, ოცნება საჯარო ხდება. სწორედ ასეთ დროს ადამიანის შინაგანმა სამყარომ სადღაც უნდა იპოვოს თავისი გამოვლინება. მე ჩემს ბლოგში შემოგთავაზებთ ნაწყვეტებს პატიმრის დღიურიდან. რესპონდენტმა ჩემთან საუბარი არ ისურვა, მაგრამ მომცა რვეული, რომელმაც მისი სულიერი მდგომარეობის შესახებ ყველაფერი მომიყვა.

სანამ ამ პოსტის წერას დავიწყებდი, სოციალურ ქსელში ჩავატარე პატარა გამოკითხვა. ფაილს დავარქვი „სოციალური როლი – ყოფილი პატიმარი“

https://docs.google.com/spreadsheet/viewform?fromEmail=true&formkey=dFVRbTgxSzNDemJJRzZLYWNWaDZIUlE6MA&richtext=true

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ წლებში დიდი ბუმი იყო 260-ე მუხლზე,რომელიც უკავშირდებოდა ნარკოტიკების მოხამრებას/შეძენა/შენახვა. უმაღლესი სასაჯელი გახლდათ 15 წელი, ხოლო წამების მეთოდები შემდეგი: ნაოპერაციებ ადგილებში საგნების ჩათხრა, თვალების ამოთხრის იმიტაცია, საკვების და წყლის შეზღუდვა, ელექტროშოკი, დარტყმა ყურების არეში ე.წ ტელეფონი. სექსუალური ძალადობა, ცემა პოლიეთილენის ბოთლებით, მორგში ჩაკეტვა, შარდასაქესო ორგანოების დაზიანება, წამების ხმების მოსმენა, მუქარა ოჯახზე, ოჯახის შეურაცხყოფა, ჰიგინების დაცვის შეზღუდვა, უვარგისი და ადამიანისთვის საშიში წყალი და საკვები ე.წ კომბიჟირი, რომელიც მზეზეც კი არ დნება, უკვე მოკლული პატიმრების წამება და სხეულის დასახიჩრება. ეს მხოლოდ 260-ე მუხლს არ ეხებოდა,   ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმე სახით ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია ციხის ადმინისტრაციისათვის, ასე ისჯებოდა. ამიტომაც ყოფილ პატიმრებს დღეს ძალიან ბევრი ფსიქიკური, სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ: ციროზი, ტუბერკულოზი,შიდსი, კუჭის წყლული, გულსისხლძარღვთა დაავადებები.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი სახელმწიფოს გულგრილი დამოკიდებულება უთანაბრდება ევროკონვენციის მე-3 მუხლით აკრძალულ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. ასე მიიჩნევს საზოგადოების უმეტესი ნაწილი, მიიჩნევს,მაგრამ …

მარჩენალის გარეშე დარჩენილი ოჯახები და ახალი სოციალური სტატუსი: „ყოფილი პატიმარი“, გაურკვეველი მომავალი და ისევ შურისძიების წყურვილი რეჟიმზე, ჯალათებზე, ცხოვრებაზე. გამოკითხულთა სრულ უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია დაისაჯნენ თუ არა ე.წ ჯალათები. სავარაუდოდ კი არ დასჯილან. როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა სრული უმრავლესობა იცნობს ყოფილ პატიმარს. ზოგი ოჯახის წევრია, ზოგიც მეგობარი. გამოკითხულთაგან მხოლოდ ორს ეშინია ყოფილი პატიმრის, სამი თავს არიდებს, ხოლო დანარჩენებს(25გამოკითხული) ჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვთ. არცერთ გამოკითხულს არ დაუწერია, რომ ეცოდება ყოფილი პატიმარი. თუმცა, ჩემმა პატარა რესპონდენტმა სულ სხვა რამ მითხრა „- ხშირად გამიგია ეზოში, როდესაც მეზობლებს ვესალმები, ჩუმად ერთმანეთს გადაუჩურჩულებენ: როგორი საცოდავი ვარ და როგორი საწყალია ჩემი ოჯახი. როგორ გაგვაუბედურა მამაჩვენმა და რა გვეშველება. მათ ეცოდებათ მამაჩემი.მე არ მინდა, რომ ჩვენი ოჯახი ვინმეს ეცოდებოდეს.“ როგორი უნდა იყოს საზოგადოების დამოკიდებულება ეს ყველამ საკთარ თავს უნდა ვკითხოთ. ჩვენს გვაქვს უფლება გვეცოდებოდეს და გვაქვს უფლება გვქონდეს თანაგანცდა, ემპათია, რაც ჩემი აზირით, ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია. კანონში რომ ცვლილებებია შესატანი ეს ცალსახაა. შეუძლებელია არ დაინახო საზოგადოების დამოკიდებულება, საზოგადოებრივი ჯგუფების აქტიურობა კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში არ უნდა ჩასვა არ უნდა მიაყენიო სტრესი და არ უნდა დაუნგრიო ცხოვრება. 10325766_597466843700856_2456588799746960942_n

 

ნაბიჯ(ებ)ი თავისუფლებისკენ

ჩემი პატარა გამოკითხვიდან აშკარად ჩანს, რომ გამოკითხულთა ძალიან დიდი ნაწილი თვლის, რომ ნელ-ნელა ხდება ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია და ინტეგრაცია საზოგადოებაში. ამ პროცესში საზოგადოებას ძალიან დიდი მისია აკისრია. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ყოფილი პატიმრების ინტეგრაციას და მოვსპოთ სტიგმა – სოციალური როლი- ყოფილი პატიმარი. გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ყოფილ პატიმარს მიიღებს სამსახურში თუ ეს ადამიანი ნამდვილად კარგი კადრია. ზოგი ამბობს, რომ დანაშაულს გააჩნია. ზოგიც გულდაწყვეტით ამბობს, რომ სამწუხაროდ ვერ მიიღებს. საბოლოოდ ყველა თანხმდება იმაზე, რომ, საქართველოში გერქვას ყოფილი პატიმარი, სამუდამო განაჩენი არ უნდა იყოს. ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში აქტიურად მოქმედებს როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო სექტორი.ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამა იუსტიციის სამინისტრომ თეა წულუკიანის ინიციატივით 2012 წლიდან დაიწყო. საყოველთაო ამნისტიის პირობებში ეს იყო პირველი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფომ ციხიდან გამოსულ პირებს დახმარება შესთავაზა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კუთხით და მისცა მათ შანსი, ეგრძნოთ თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. . ყოფილი მსჯავრდებულების რეაბილიტაციის პროექტის მიზანი იმ ადამიანებზე ზრუნვაა, რომლებიც ერთხელ უკვე მოხვდნენ საპატიმროში. პროგრამა ყოფილი პატიმრის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხელახალი მოხვედრის ალბათობის შემცირებაზეა ორიენტირებული. ყოფილ პატიმრებთან მუშობა იწყება გათავისუფლებამდე 1-3 თვით ადრე. დანაშაულის პრევენციის ცენტრის სოციალური მუშაკები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხვდებიან მსჯავრვრდებულებს. პროგრამაში ჩართვის შემდეგ სოციალური მუშაკი აკეთებს ყოფილი პატიმრის სრულ ბიოფსიქოსოციალურ შეფასებასა და დასკვნა-რეკომენდაციას. შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ, დგება ინდივიდუალური მომსახურების გეგმა და შეფასების შედეგად გამოკვეთილი საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება ბენეფიციარებისთვის მომსახურებების მიწოდება.   ბენეფიციართა საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურებების შექმნის მიზნით 2013 წლის აპრილის თვეში იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელმაც გამოავლინა ოთხი გამარჯვებული საგრანტო პროექტი. ორი პროექტი მიმართულია ყოფილი მსჯავრდებულების ფსიქოლოგიურ და სოციალურ მომსახურებაზე, ხოლო ორი – დასაქმების ხელშეწყობაზე. logo_English• ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული მომსახურების საგრანტო პროექტი – გრანტის ფარგლებში 105 ყოფილი პატიმარი ისარგებლებს ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული მომსახურებით. პროგრამას ახორციელებს „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT.“2000 წლიდან მოყოლებული GCRT აქტიურად არის ჩაბმული საქართველოში წამების საწინააღმდეგო კამპანიაში და წამების მსხვერპლთა წარმატებულ რეაბილიტაციაში. 2000 წლიდან დღემდე GCRT–მ დახმარება გაუწია 6000–მდე კლიენტს, რაც საშუალოდ წელიწადში 600 ადამიანს შეადგენს. GCRT მხარში უდგას წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის   წინააღმდეგ მიმართულ ყველა საერთაშორისო და ეროვნულ კამპანიას, რითაც თავისი წვლილი შეაქვს საქართელოში ჯანსაღი, არაძალადობრივი და ჰუმანური საზოგადოების მშენებლობაში. პოსტი, რომელსაც ახლა კითხულობთ  GCRT-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მომზადდა.

• სოციალური უნარების განვითარების საგრანტო პროექტის მიხედვით – 250 ყოფილი პატიმარი გაივლის სოციალური უნარების განვითარების ტრენინგ კურსს.

• მცირე ბიზნესის განვითარების საგრანტო პროექტის ფარგლებში შესაბამისი კრიტერიუმებით შერჩეულიმა 28 ადამიანმა მა სპეციალური სამდღიანი ბიზნესტრენინგი გაიარა, რის შემდეგაც 19-მა საკონკურსო ბიზნესგეგმა წარმოადგინა. საგრანტო კომიტეტმა 5 გამარჯვებული გამოავლინა და გრანტები შემდეგი მიმართულებით გასცა: მესაქონლეობა, სანაყინე, ხერხემლის რეაბილიტაციის სტაციონარი, ფეხსაცმლის საამქრო, კომპიუტერული მომსახურების ოფისი. გამარჯვებულ ბენეფიციარებს საჭიროების მიხედვით გაეწიათ როგორც იურიდიული კონსულტაცია, ისე სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება. 1782535_652302051485046_6502066983871866850_o სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროექტი – შესაბამისი კრიტერიუმებით შერჩეული 20 ყოფილი პატიმარი ჩართულია ტრენინგებში, სწავლობს საბაზისო საკითხებს, რომელიც ეხება სამსახურის მოძიებას, CV-ის შექმნას, მოტივაციური წერილის დაწერას, გასაუბრების ტექნიკებს და ასე შემდეგ. პროექტის ფარგლებში 20 ბენეფიციარმა სხვადასხვა ორგანიზაციაში დაიწყო 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა. პროგრამას ახორციელებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“.

გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის ფინანსური დახმარებით რესოციალიზაცია- რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართული არასრულწლოვანი ყოფილი პატიმრებისთვის შემუშავდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სხეულზე გაკეთებული ტატუირებების მოცილებას. დაახლოებით 30 არასრულწლოვანი ყოფილი პატიმარი შეძლებს ტატუს მოცილებას. პროექტი გაგრძელდება 2014 წლის ოქტომბრის თვემდე. პროცესი ხელს შეუწყობს არასრულწლოვნების ჩართულობას საზოგადოებაში, მომზადებას მათ დასაქმებისთვის.

პროგრამის დაწყებიდან დღემდე ცენტრში ფიქსირდება 800-ზე მეტი მომართვა, აქედან განმეორებითი დანაშაული არის მხოლოდ 9, რაც არის 1,1%. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც მიუთითებს პროგრამის წარმატებასა და ეფექტიანობაზე. ნაბიჯი თავისუფლებისკენ გადადგმულია.მთავარია ვინ როგორ გამოიყენებს და გააგრძელებს სიარულს ამ გზაზე. 10365990_643312392415242_6515207326343701343_n პ.ს არსებობენ ქვეყნები, სადაც პენიტენციალური სისტემა თავის მოვალეობას პირდაპირ ასრულებს და მის კადლებში მოხვედრილ ადამიანს ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ მოინანიოს  ჩადენილი დანაშაული. მაგალითისთვის გავიხსენოთ ანდერს ბერინგ ბრეივიკი, ნორვეგიელი ტერორისტი, რომლის მიერაც 2011 წლის 22 ივლისს, ოსლოს სამთავრობო კვარტალში მოწყობილი აფეთქებისა და ნორვეგიის შრომის პარტიის ახალგაზრდულ ბანაკზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიჭრა 151, ამათგან გარდაიცვალა 77 ადამიანი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე. ნორვეგიის სასამართლოს გადაწყვეტილებით ანდერს ბერინგ ბრეივიკს მიესაჯა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვადის გაზრდის შესაძლებლობით. ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბრეივიკის ერთწლიანი პატიმრობა ამ დრომდე ქვეყანას 2,2 მილიოონი აშშ დოლარი დაუჯდა, რაც 15-ჯერ მეტია ვიდრე ნებისმიერი რიგითი დამნაშავის შენახვა. ბრალდებული ციხეში არსებული პირობების გამო ჩივის.უკმაყოფილოა, რომ ყავა ცივია და კარაქი არასაკმარისი.არ მოსწონს ხედი, რომელიც მისი ფანჯრიდან ჩანს და ბორკილები ზედმეტად უჭერს.აპროტესტებს იმასაც, რომ პარსვის შემდეგ კანის დამარბილებელი კრემი სჭირდება და არ აქვს.ციხეში არსებული პირობების შესახებ ანდრეს ბრეივიკმა 27გვერდიანი წერილი დაწერა.საწამებელი ინსტრუმენტი უწოდა კალამს, რომლითაც მას უწევს წერა მას შემდეგ, რაც კომპიუტერი ჩამოართვეს. პატიმარი ნორვეგიის ციხის ადმინისტრაციას სადიზმში ადანაშაულებს. საინტერესოა, რა რეაქცია ექნებოდა ბრეივიკს მისთვის „ჩვენი ციხის კარდები“ რომ ეჩვენებინათ.

ბლოგში შეგნებულად არ არის გამოყენებული ძალადობის კადრები. ვიმედოვნოთ, რომ ასეთი ბნელი წლები და კომატოზური სასჯელაღსრულების სისტემა საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება. ჩემი ბიჭი საქართველოში დაიბადა, შეცვლილ საქართველოში. კარგად თუ ცუდად შეცვლილში ამას დრო გვიჩვენებს. საზოგადოებას და სახელმწიფოს შეუძლია შეცვალოს სცენარი, რომელიც კომაში მყოფმა რეჟისორებმა დაწერეს.

 

 

პოსტი მომზადებულია ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან (HRHT) თანამშრომლობით გამოცხადებული კონკურსის ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვის თემაზე: „ნაბიჯი თავისუფლებისკენ – პატიმართა და ყოფილ პატიმართა მდგომარეობა საქართველოში“-ს ფარგლებში.

იძულებით დადებული გარიგებები ანუ შპს „გარიგება“

Image

ყველას კარგად გახსოვთ კახელი ქალი მარო, რომელიც ქალაქში გაუთხოვარ, უზრუნველყოფილ ექიმ ქალს გაიცნობს და სარფიანი გარიგების იმედით, საკუთარ ქმარს, მიხოს მასთან დროებით დაახლოებას აიძულებს. ანგარება მაროს ქმარს დააკარგვინებს. ექიმი ქალი მიხოს წესიერებასა და ნიჭს დაუფასებს და მასთან ერთად მშვენიერ ოჯახს შექმნის. საწყალი მარო მწარედ ნანობს თავის საქციელს მაგრამ უკვე ძალიან გვიან არის. ყველას მიხოსავით როდი უმართლებს…

ტერმინი „გარიგება“ XVIII საუკუნეში წარმოიშვა, მაგრამ ერთიანი აბსტრაქტული და ზოგადი ცნების დამკვიდრება სამართალში ჰაიზეს სახელთანაა დაკავშირებული. კლასიკური ფორმით, ე.ი. იმ ფორმით, როგორც დღემდე არსებობს, მისი დანერგვა სავინის დამსახურებაა. გარიგების განსაზღვრისას სავინიმ ყურადღება გაამახვილა ნების მნიშვნელობაზე. მან განიხილა პირველად ცნებები „გარიგება“ და „ნების გამოვლენა“ სინონიმებად. გარემოების განმარტებისას ის გადამწყვეტ მნიშვნელობას სწორედ ნების გამოვლენას ანიჭებდა. ხშირად კი ხდება ისე, რომ გარიგება და ნების გამოვლენა არა თუ სინონიმები, არამედ ანტონიმები ხდებიან. აქ კი საქმე გვაქვს იძულებით დადებულ გარიგებებთან. წართმეული სახლები, აგარაკები, ბიზნესი. მოტყუებული ხალხი და დანგრული ოჯახები. ალბათ თბილისის ქუჩებში სეირნობისას არაერთხელ გინახავთ შენობები წარწერით -„წართმეულია“. ზაზა კოლელიშვილის კომედიური ჟანრის ფილმი „გარიგება“ მშვენივრად გვიჩვენებს იმას, თუ როგორი ტრაგიკული შეიძლება გახდეს იძულებით დადებული გარიგებები.

საქართველოს კანონმდებლობით 2007 წლის 15 მარტიდან გარიგება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად, ისე წერილობითი ფორმით. ხელშეკრულება ორმხრივი (მრავალმხრივი) გარიგებაა. ეს ნიშნავს, რომ ყველა ხელშეკრულება გარიგებაა, მაგრამ ყველა გარიგება ხელშეკრულება არაა. არ დაგაბნიოთ ამ მოცემულობამ, თქვენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ იმყოფებით და უნარჩვევების ტესტს არ აბარებთ,მაგრამ რა იცით, როდის დაგვჭირდება და გამოგვადგება ეს ინფორმაცია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა. გარიგებების ყველაზე გავრცელებული შემთხვევებია შეცდომით, მოტყუებით ან იძულებით დადებული გარიგებები. ასეთი გარიგეგები იდება ჩვენი ნების გარეშე.

გარიგება შეიძლება ჩაითვალოს იძულებით დადებულად თუ გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. კონკრეტულად კი იძულების ხასიათის შეფასებისას, მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი. იძულება გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველია მაშინაც, როცა ის მიმართულია გარიგების ერთ-ერთი მხარის მეუღლის, ოჯახის სხვა წევრების ან ახლო ნათესავების წინააღმდეგ.

გარიგების შეცილება(შედავება), ხორციელდება შეცილების შესახებ განცხადების გაკეთებით . იმ პირიმა, ვინც იძულებით დადო გარიგება, აქვს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლება მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისგან. მთავარია შეცილებიდან აშკარად ჩანდეს , რომ დაინტერესებულ პირს არ სურს გარიგების ნამდვილობა, მისთვის იურიდიული ძალის მინიჭება. მაგრამ თუ ეს პირი დაშინებულია? თუ მუქარის ქვეშ არის? თუ ოჯახის აწიოკებით ემუქრებიან?

მაშინ: -დაინტერესებულ პირს შეუძლია არ გამოიყენოს შეცილების უფლება და ამით გარიგება ძალაში დატოვოს. ესეიგი, შეცილების უფლება არა მხოლოდ გარიგების გაუქმების უფლებაა , არამედ მისთვის ნამდვილობის მინიჭების უფლებაც.

„თუ ქონებას სახელმწიფოს არ ვაჩუქებდი, ოჯახს ამიწიოკებდნენ“ -ეს ფრაზა ალბათ არაერთხელ გაგიგონიათ ტელევიზიით, წაგიკითხავთ გაზეთებსა თუ ანონიმურ წერილებში, მოგისმენიათ ახლობლებისგან და შესაძლოა თავად ყოფილხართ დაზარალებულის სტატუსის მატარებელი. ოჯახზე მუქარით,ფსიქიკური ზეწოლით, ძალადობით და დაპატიმრების მუქარით, წართმეული ბინები,ბიზნესი სახელმწიფოსთვის ერთ ლარად მიყიდული ან სულაც, ნაჩუქარი ასეულობით ჰექტარი, კომერციული ფართები. ჩვენ აქ საქმე გვქონდა კლასიკურ იძულებით გარიგებებთან, რომელის მეორე მხარეც ყველაზე ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო უწყება, ბიზნეს ან პოლიტიკური ფიგურა ან თავად პრეზიდენტი გახლდათ.

ეს ფილმი მიხოსთან და მაროსთან არაფერ შუაშია. ეს არის ტრაგედია ადამიანებისა, როემლებმაც ყველაფერი დაკარგეს.

სტუდია „მონიტორის“ფილმში მოთხრობილია მესაკუთრეების ისტორია, რომლებმაც წყნეთის ტერიტორიაზე საკუთარი ძვირადღირებული ქონება მიატოვეს. ქონების ყოფილი მესაკუთრეები ყვებიან, როგორ აიძულა ისინი პროკურატურამ უარი ეთქვათ ქონებაზე. მიტოვების შემდეგ ყველაფერი სახელმწიფოს საკუთრება გახდა.

თუ თვალს გადაავლებთ ტელევიზიით გასულ სიუჟეტებს და საგაზეთო სტატიებს, ადვილად დაინახავთ იმ უმასამრთლო გარემოს, რომელიც „ნულოვანი ტოლერანტობის“ ფარგლებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით შენდებოდა ჩვენს ქვეყანაში.

მაგალითად:

  • 73 წლის ვარლამ ფალავანდიშვილს, ბორჯომის რაიონში 1000 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტრომ და ოლქის პროკურატურამ ჩამოართვა. ფალავანდიშვილის თქმით, პროკურატურაში ეუბნებოდნენ, რომ ყველა მეთოდით შეეცდებიან მისთვის ქონების ჩამორთმევას და თუ არ დაემორჩილება დაიჭერენ.
  • სადავო ხდება ტერიტორია, სადაც მეორე წელია, პოლიციის შენობაა განთავსებული. თაბუკაშვილის 27 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთის ყოფილი მესაკუთრეები შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს ქონების იძულებით წართმევაში ადანაშაულებენ. დაზარალებულთა მტკიცებით, საკუთრების ჩამორთმევა ზეწოლის შედეგად მოხდა.
  • მარნეულში მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომელიც მფლობელს ზეწოლის შედეგად დაათმობინეს. მუქარის შემდეგ ქონება სოკარ ენერჯი ჯორჯიას 1000 დოლარად გადასცეს. საქმეში ფიგურირებს პრეზიდენტის განკარგულება და ქვემო ქართლის მოქმედი და ძველი გუბერნატორების გვარები.
  • 2013 წლის მონაცმებით ბოლო წლების განმავლობაში, საკუთარი ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ 1500-ზე მეტმა მესაკუთრემ მიატოვა.

როდესაც ამ პოსტს ვწერდი, ვიფიქრე რომ ჩემს სანაცნობოში აუცილებლად მოიძებნებოდა ადამიანი, რომელიც იძულებით დადებული გარიგების მსხვერპლი იყო. ბევრი ძებნა არც დამჭირვებია,ისე მივაგენი ოჯახს, რომელმაც ძალიან დიდი სიმდიდრე ორი ძვირადღირებული აგარაკი და კომერციული ფართი „აჩუქა“ სახელმწიფოს. მათთან გასაუბრება ნაქირავებ ბინაში მომიწია. ინტერვიუზე იმ პირობით დამთანხმდნენ რომ მათ ვინაობას არ გავამხელდი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი, რომელიც მათ შვილების მოკვლით და დაპატიმრებით ემუქრებოდა ახლა თავდ არის დაჭერილი, თუმცა ამ ოჯახის ვერცერთი წევრი ვერ ბედავს თავიანთი გასაჭირის საჯაროდ განცხადებას. ისინი დღემდე სერიოზულ ფსიქოლოგიურ სტრესში იმყოფებიან და ფიქრობენ თუ რამეს იტყვიან,„ისინი“ აუცილებლად აუსრულებენ დაპირებულ მუქარას. მე რომ მათ ადგილას ვიყო არ ვიცი როგორ მოვიქცეოდი. „ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“-ო და რომ დავშავდეს ვინ დაგვიცავს? რა გარანტიები არსებობს? რა უნდა ვქნათ თუ იძულებით გარიგების მსხვერპლი გავხდებით?

ალბათ,გააჩნია ვისთან ან რასთან გვაქვს საქმე. უნდა ვიცოდეთ რისი უფლება გვაქვს, როგორ უნდა მოვიქცეთ და ვიმედოვნოთ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ, სადაც მთავრობა მოქალაქეეებს არ აშინებს, არ ემუქრება და მიხოსავით თავის ჭკუაზე არ ატრიალებს. მართლმსაჯულება კი თავის სიმაღლეზე დგას და სიმართლის დაცვას ემსახურება.

კახელმა მარომ ფირმაც კი გახსნა შპს „გარიგება“ მაგრამ ქმრის დაბრუნება ვერც 20 წლის შემდეგ მოახერხა. საინტერესოა, დაიბრუნებენ თუ არა იძულებით დადებული გარიგებებით დაზარალებული ადამიანები საკუთარ ქონებას. საინტერესოა ისიც შემდგ წლებში როგორი სტატისტიკა გვექნება ამ მხრივ.ვინ დარჩება მთავარ როლში და ვინ ამოეფარება  მეორეხასისხოვან როლებს.სამართალი დაიღალა პურის ლოდინით.

პოსტი მომზადებულია კონკურს  “მოსამართლეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა სასამართლო გაძლიერების პროცესში” ფარგლებში.

მე და ლუკა

ლუკა და სალომე

ჯერ ლაპარაკი არ იცის,მაგრამ გაჩენის დღიდანვე მაგრძნობინებს რა და როდის უნდა. გარეთ სეირნობისას ხელის მოკიდება არ უყვარს, თავისი მარშრუტი აქვს არჩეული და მეც იქით მივყავარ. ფაქტობრივად თვითონ მასეირნებს არასდროს დაიძინებს თუ ძილი არ უნდა, არც საჭმელს შეჭამს თუ არ მოეწონა. თამაშობს პოლიეთილენის ბოთლებით, ყველაფერს რაც ხელი მოხვდება, ძირს ყრის, სათამაშოებიდან ყველაზე მეტად ბურთი უყვარს. აქვს თავისი სიმღერების play list-ი,სიამოვნებით უსმენს ფრენკ სინატრას :)) საყვარელი მულტფილმია „ბინგო“. უყვარს ყველანაირი ფაფა და ხილი, მგონია, რომ ყველაზე მეტად თავისი პატარა დეიდა, ლიზი და მამა უყვარს. ესმის ყველაფერი რასაც ვეუბნები, მე კი ვგრძნობ უკვე გამართულ ნაბიჯებს, მომავალში დიდ გადაწყვეტილებებად რომ უნდა იქცეს. ჯერ მხოლოდ ერთი წლის და 5 თვის არის თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით, ჯერ პატარა, მაგრამ მისთვის დიდი გადაწყვეტილებებით, არჩევანის უნარით, „მე მინდა“-ს მოთხოვნით, თავისი გემოვნებით. მე და ლუკას დღემდე ჩენი პატარ-პატარა მიღწევები გვაქვს: ჯერჯერობით გვიყვარს უგემური წვნიანები, ცხელ საგნებს ხელს არ ვკიდებთ, ვიცით საგნების დანიშნულება, გვიყვარს ბანაობა და ჯერ 8 კბილის გახეხვა, ნელნელა ვსწავლობთ მოფერებას და ლაპარაკს, უახლოესი მიზანი მატყუართან გაბუტვა და დავიწყებაა.

როცა ღამე მუსიკის ფონზე ვიძინებთ, ყოველთვის ვაკვირდები და ძალიან მაინტერესებს რაზე ფიქრობს ხოლმე. მგონია, რომ განვლილი დღე ახსენდება სათამაშოებით, სეირნობით, გემრიელი საჭმელით, დედით და მამით, ბებიებით და ბაბუებით, დეიდებით და მე ბედნიერი ვარ რომ ეს დღე ძალიან ფერადია. მინდა მსოფლიო ბავშვებს ასეთი ფერადი დღეები ჰქონდეთ და საყვარელ ადამიანებთან ერთად ზრდიდნენ პატარა გულებში მათ,ვინც დიდ პიროვნებებად უნდა იქცნენ.

სალომე გორგოშიძე 22 წლის
ჟურნალისტი/ბლოგერი

994404_718912594787957_1225829049_n

https://www.facebook.com/hashtag/endviolence

უკვე მეორედ მომილოცე, ოღონდ ჯერ არ იცი რა.
არ იცი, რომ შენი სუნთქვა და ნაბიჯები,
ორი თაფლისფერი გალაკტიკა,
საჩუქრად გაბანტული ტუჩები და უკვე გამართული „ტოპ ტოპი“,
დილით გაღვიძება და მამას მხარეს შენი სასწრაფო გადასვლა,
დილიდანვე ბუთის თამაშის მოთხოვნა,
უკვე მეათე კიჭი და უკვე ბავშვებში გარევა,
შენ მომილოცე ჩვენი თავი მხოლოდ შენ რომ გყავს
და გაზაფხული  მამას რომ გახდის ოცდაოთხისას
ჩვენ დღეს ვისწავლეთ კოცნა დედის და, შენ გაგეცინა,
და კისკისებდნენ შენი თეთრი ანგელოზები.
მადლობა დღეს რომ მე დედა მქვია
და შენ ჩვენი ხარ.
ამ იასავით ლურჯ გაზაფხულებს
ჩვენ შენ გპირდებთ.
970541_674465785899305_1922805432_n

თითქმის 1 წლის და 5 თვის ლუკას 🙂

”მექანიკური ფორთოხლის” და ”ნულოვანი ტოლერანტობის” შემდეგ

ერთი დიდი სტატია თანამედროვე ახალგაზრდობის პრობლემებზე. მისი დამწერიც კაი დიდი ჭკუის კოლოფი უნდა იყოს: მშობლების უყურადღებობაო, სკოლაში ნამდვილი აღმზრდელების ნაკლებობაო, სახელმძღვანელოებში ცარიელი სიტყვების რახარუხიო და მოსწავლეები კიდე მასწავლებლებს თავზე ასხედანო. სიცილისგან კინაღამ ყლუპი გადამცდა ყელში. რამდენი გაზეთს ავიღებ ხელში,სულ რაღაცას ვნახულობ , ეგენი რო „თანამედროვე ახლაგზარდობას ეძახიან,იმაზე. სულ ერთსა და იმავეს ქაქანებენ და სულ ისე,თითქოს რაღაც ახალს აღმოაჩენენ ხოლმე„

(შეიძლება ჩემზეც ასე თქვან ამ სტატიას რომ დავწერ..).

„ჯერ სიკეთის გამომწვევი მიზეზისთვის ვერ მიუგნიათ და უცბად ბოროტების სათავეებს არ დაუწყეს ძებნა?„

                                                                        ალეკსი „მექანიკური ფორთხლიდან“

Image

„ქორთიარდ მარიოტი“, ცხელი ყავა, ლეპტოპები და ექვსი ბლოგერი. მათ შორის მეც. სანამ პოსტის წერას დავიწყებით, თითოეულმა ჩვენგანმა ჩამოვაყალიბეთ რატომ გაგვიჩნდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღების სურვილი. მე იმიტომ ვიღებ ამ პროექტში მონაწილეობას, რომ ჩემი წვლილი შევიტანო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში და ხმამაღლა ვთქვა ისედაც კარგად ნაცნობი, რომ :

აქლემის და ნემსის ქურდი ერთი და იგივე არ არის;
დანაშაულს ჩავდივართ ყველა, განსხვავებულია მხოლოდ დანაშაულის ხარისხი;
ყველა პრობაციონერი კრიმინალი არ არის;
ვინც სასჯელი მოიხადა ყველა დამნაშავე არ არის;
სახელმწიფო და საზოგადოება ვალდებულია ასეთ ადამიანებს ხელი შეუწყოს რესოციალიზაციასა რეინტეგრაციაში;

ყველას აქვს ცხოვრების თავიდან დაწყების უფლება;

ეს ყველაფერი ყველასთვის კარგად ნაცნობი ზოგადი უნარების მოცემულობას ჰგავს,მართალია, თითოეული პუნქტის უკან მთელი რიგი პრობლემა და გადაუჭრელი ამოცანა ელოდება ამოხსნას.

როდესაც ამ თემაზე დავიწყე ფიქრი, პირველად ენტონი ბერჯერსის მექანიკური ფორთოხალი გამახსენდა. ამბავი ბავშვებზე, რომელებიც კლავენ, აუპატიურებენ, იპარავენ, ურტყამენ, ძარცვავენ, ამცირებენ და არაფერს ნანობენ. მათი გამოსწორების და გზაზე დაყენების წიგნისეული მეთოდი ადამიანების დასაქოქ, მექანიკურ არსებებად გადაქცევა, ძალადობის ძალადობითვე მკურნალობა არ ამართლებს. „ნულოვანი ტოლერანტობის“ ფარგლებში, საქართველოში, 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ მსჯავრდებულ ბავშვთა რაოდენობა 100%-ზე მეტად გაიზარდა. საპატიმროებში იყო გაუსაძლისი პირობები და სასჯელაღსრულების მთლიანი სისტემა მხოლოდ დასჯაზე, ანუ მოზარდთა „მექანიკურ არსებებად“ გადაქცევაზე იყო ორიენტირებული. არ არსებობდა ამ ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრები ციხის პირობებში, არ არსებობდა არასრულწლოვან კანონდამრღვევთათვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის სოციალური რეინტეგრაციის პროგრამები. ხოლო ციხიდან გამოსულ მოზარდები აღიქმებოდნენ(ან დღესაც აღიქმებიან) როგორც პოტენციური დამნაშავეები.

– ასე ვიცით ჩვენ, ადამიანებმა რომელებიც მედიაზე დაყრდნობით ვაკეთებთ დასკვნებს და ვიქმნით წარმოდგენას. გაცილებით ადვილია იჯდე ლეპტოპთან და სხვის ცხოვრებაზე წერო. მე რომ ეს „სკოლა“ გამომევლო, ალბათ უნარიც კი არ მექნებოდა საერთოდ რამე დამეწერა. ჯანდაცვა, განათლება, გართობა, შემეცნება ამ ყველაფერს მოკლებული იყვნენ ბავშვები, რომელებმაც თავიანთი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წლები საპყრობილეში, ძალიან ცუდ პირობებში გაატარეს. რა თქმა უნდა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, სასჯელი კი ადეკვატური უნდა იყოს. ადეკვატურ სასჯელზე და გაუსაძლის პირობებზე გამახსენდა… ნორვეგიელმა ტერორისტმა ანდრეს ბრეივიკმა, რომელიც სასჯელს 77 ადამიანის მკვლელობისათვის იხდის, 2014 წლის 14 თებერვლას განაცხადა, რომ დაიწყებს შიმშილობას თუ მისი პატიმრობის პირობები არ გაუმჯობესდება. მან ხელისუფლებისაგან მოითხოვა Playstation 2, შეუცვალონ Playstation 3, ასევე იყიდონ მისთვის ახალი ვიდეოთამაშები, რომელსაც თავად აარჩევს. ამასთან, ბრეივიკმა განაცხადა, რომ მას აწამებენ, რადგან ცოტა დროა გამოყოფილი მისი სეირნობისათვის და ამდენად შეზღუდული აქვს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია.” ვაცხადებ შიმშილს, სანამ არ შეწყვეტენ ჩემთან ისეთ დამოკიდებულებას, როგორც ცხოველთან”-აცხადებს ბრეივიკი. ეს ისე, ინფორმაციისთვის. ჩვენთვის უკვე კარგად ნანახი, ნაცნობი „ციხის კადრების“ ნახვის შემდეგ არც კი მინდა წარმოვიდგინო როგორი სახე ექნებოდა ბრეივიკს, რომლის დანაშაულის სიმძიმე ,ალბათ მინიმუმ 100 არასრულწლოვანის დანაშაულს უტოლდება.

საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის გატარების შემდეგ მართლმსაჯულების დამოკიდებულება კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების მიმართ უნდა შეიცვალოს. უნდა შეიცვალოს სისტემაც, რომელშიც დღესდღეობით, გარკვეული ცვლილებები უკვე განხორციელდა, მაინც დასჯაზეა ორიენტირებული. შესაცვლელია საზოგადოების დამოკიდებულება ასეთი მოზარდების მიმართ , რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. პროცესი ახალი დაწყებულია, ბევრი და რთულად გადასაჭრელი პრობლემაა დაგროვილი. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაცია და ინტეგრაცია საკმაოდ რთული და ამავდროულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აუცილებელია არა მხოლოდ სხვადასხვა ორგანიზაციის ან საერთაშორისო სექტორის ჩართულობა, არამედ სამოქალაქო საზოგადოების, თითოული ჩვენგანის ჩართვა ასეთი ბავშვების რეინტეგრაციის პროცესში. მართალია, ისინი შეცდნენ, მათ ჩაიდიეს დანაშაული, მაგრამ ფატია, რომ მომავალ თაობაში ძალიან ბევრია ასეთი მოზარდი, რომელიც აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს სრულფასოვან, საზოგადოებისთვის საჭირო პიროვნებად. ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“ გამახსენდა. მომენტი, როცა კითხულობს ავაზაკის წერილს პეტრე და სიმწრის ოფლი ასხამს, ვერაფერი გაუგია, რატომ წერენ მას, პირადად ამგვარ სიტყვებს : ”… განა შენ კი არ დამიხრჩე ერთად-ერთი ძმა! განა შენ კი არ მიიყვანე ის სარჩობელამდე!” ”— მე რა შუაში ვარო!” — ერთიანად ცახცახებს უმასშტაბო დროის ეს „კეთილშობილი” გმირი და ამ კონტექსტით ილია საფიქრალს უტოვებს მკითხველს – აკი, თავადაც ამბობს – ”მართლა-და… ბებერი პეტრე რა შუაში უნდა იყოს…” – ო.„ პეტრე საზოგადოების წარმომადგენელია, ის წარმოგვადგენს თითოეულ ჩვენგანს. დანაშაულზე პასუხისმგებლობა ყველაზე უნდა გადანაწილდეს, ჩვენი ინერტულობით, უმოძრაობით, უპასუხისმგებლობით ყველანი დამნაშავაეები ვიქნებით თუ ციხის კარებიდან გამოსულს დახმარების ხელს არ გავუწვდით. გაორმაგებული პასუხისმგებლობა ,ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში საზოგადოებას, მედიას და ყველა პასუხისმგებელ ინსტიტუტს ეკისრება.

საქართველოს მთავრობამ მიიღო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც მიმართულებას აძლევს ამ სექტორში განხორციელებულ რეფორმას. მსჯავრდებულ ბავშვთა რაოდენობამ 2008 წელს მაღალ მაჩვენებელს – 1166-ს მიაღწია, თუმცა ეს რიცხვი მას შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში პირობით სასჯელს 500-600 ბავშვი იხდიდა. რეფორმის განხორციელებისას მიღწეულმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა აქცენტი უკვე ბავშვების მართლმსაჯულების სისტემიდან განრიდებასა და დანაშაულის „პრევენციაზე“ გაკეთებულიყო, რაც გულისხმობს კანონთან კონფლიქტში მოსვლამდე ბავშვებისათვის შესაბამისი მომსახურების მიწოდებასა და დახმარებას. შექმნილია დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი, რომლის მიზანიც, დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, რისკ ჯგუფებთან მუშაობა და დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობაა. იხ საიტი. http://prevention.gov.ge/

წინგადადგმული ნაბიჯია განრიდების პროგრამა. პატიმრობა აღიქმება როგორც უკიდურესი სასჯელი. არასრულწლოვანმა, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული(როდესაც დანაშაულის სიმძიმე მაქსიმუმ 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს) შესაძლებელია რომ განერიდოს მართლმსაჯულებას და საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობებით გამოისყიდოს თავისი დანაშაული. ეს პროგრამა ნებაყოფლობითია. პრაქტიკაში ჯერ არ დაფიქსირებულა შემთხვევა, როდესაც კანონდამრღვევი არასრულწლოვნები უარს ამბობენ ამ პროგრამით სარგებლობაზე. 2013 წლის მდგომარეობით განრიდებისა და მედიაციის პოგრამაში ჩაერთო 557 მოზარდი. ამ პროცესში ჩართულია პროკურატურა, სოციალური მუშაკი, დაზარალებული მხარე და რა თქმა უნდა, არასრულწლოვანი, რომელმაც კანონი დაარღვია. განრიდების პროგრამით სარგებლობა შეუძლია არასრულწლოვანს, რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, გამოთქვამს გულწრფელ სინანულს. იქმნება განრიდების ხელშეკრულება, სახელმწიფო მოზარდს სთავაზობს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში ჩართვას და მისი ინტერესების გათვალისწინებით ამისამართებს სხვადასხვა სერვისთან. პრობაციის ბიუროებში მომუშავე სოციალური მუშაკები ბავშვებს ეხმარებიან განრიდების პირობების განსაზღვრაში. შეთანხმებული პირობების შესრულების შემდეგ ბავშვის საქმე მთლიანად იხურება. ეს პროგრამა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბავშვებს, რომლებიც შეცდომას დაუშვებენ, არ დაედოთ მსჯავრი და ნასამართლობის ჩანაწერი არ დარჩეს საქმის მასალებში მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს არის ”ერთი შანსის” პროგრამა, როემლში მონაწილეობის მიღებაც მხოლოდ ერთჯერადად არის შესაძლებელი. დანაშაულის განმეორების შემთხვევაში კანონდამრღვევი ვეღარ სარგებლობს განრიდების პროგრამით. იხ საიტი http://ganrideba.ge/

სამოქალაქო სექტორის ამ საკითხში ჩართულობის მიზნით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის კუთხით, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება პროექტი: “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემში„. პროექტის სპეციფიური მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი არასრულწლოვნების რეინტეგრაცია ადგილობრივ თემში მათი პროფესიული და პიროვნული უნარების გაძლიერების გზით. მსგავს პროექტებში ჩართვით მოზარდები შეძლებენ დამნაშავის სტიგმისგან თავის დაღწევას და საზოგადოებაში ნორმალურად თანაარსებობას. ამისთვის აუცილებელია, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა. ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების პროფესიული უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად. ეს კონკურსიც წინგადადგმეული ნაბიჯია იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ. სოციალური მედია დღეს განვითარების პიკს აღწევს. სწორედ ამიტომ, გონივრული ნაბიჯი იყო ამ პროექტში ბლოგერებისა და ჟურნალისტების ჩართულობა. სპეციალური ტრეინინგები მედიის სფეროში მომუშავე ჟურნალისტებისთვის აუცილებელი იყო, რადგან ძალიან ბევრჯერ ირღვევა ჟურნალისტური ეთიკის ნორმები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე მომზადებულ პუბლიკაციებში.

როდესაც „სიდას“ პროექტებს გავეცანი დავინახე სპეციფიკა იმისა, რომ ბავშვებისთვის შეძლებისდაგავარად იქმნება შემეცნების, გართობის, განვითარების გარემო. თანატოლებთან ინტეგრაცია, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში ჩართვა, გარემოს დაცვის აქციები ასეთ ბავშვებს აგრძნობინებს, რომ ისინი საჭირო პიროვნებები არიან გარშემომყოფთათვის. შემეცნებითი ექსკურსიები საქართველოს ისტორიულ კუთხეებში, სპორტულ ცენტრებში სტუმრობა, თეატრალურ წარმოდგენებზე თანატოლებთან ერთად დასწრება, პოეზიის საღამოები, სხვადასხვა კომპანიაში, საწარმოში სტუმრობა, სტიმული და დიდი იმედია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწოვნებისთვის. „პიროვნული განვიათრების ტრეინინგებ“-ზე ისინი სწავლობენ როგორ დაწერონ CV, სამოტივაციო წერილი, როგორ მოაწყონ პრეზენტაცია. ტრენინგები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ცხოვრების ჯანსაღი წესი, კომუნიკაცის ტექნოლოგიები, ცხოვრების მიზნები და მისი ეფექტურად დაგეგმვა, განათლება და რესურსები, ინფორმაციის მოპოვება და გამოყენება. ძალიან მომეწონა ერთ-ერთი აქცია, როცა არასრულწლოვანმა პრობაციონერებმა სათნოების სახლის „კათარზისის“ ხანდაზმული მობინადრები მოინახულეს და პანსიონატის პერსონალს მათ მომსახურებაში დაეხმარნენ. „საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობების“ ფარგლებში განხორციელებული პროექტებით მოზარდები ნელ-ნელა თავისუფლდებიან დამნაშავის სტიგმისგან. არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდასთან“ ერთად ხორციელდება გაეროს ასოციაციის პროექტი: ,,ჩემი უფროსი მეგობარი.” ამ ურთიერთობის ფარგლებში მოზარდი უფროსი მეგობრისგან სწავლობს ადამიანურ ურთიერთობებს, ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავებას, დაშვებული შეცდომების გააზრებას და მათ გამოსწორებას, შეიგრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას საზოგადოების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერ ამას არასრულწლოვანი მაგალითის სახით იღებს უფროს მეგობართან ურთიერთობის პროცესში.

როგორც (ვ)ხედავთ ნულოვანი ტოლერანტობის შემდეგ ასეთი აქტივობები ნამდვილად იმედის მომცემი და მისასალმებელია.

ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ ძალიან საინტერესო სარეკლამო რგოლი , სადაც შეგიძლიათ ვიდეოს სცენარი თვითონ აირჩიოთ და მთავარი გმირის ბედი თვითონ გადაწყვიტოთ. „შეცვალე სცენარი” არის ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამის სოციალური კამპანია. პროგრამის ინიციატორია იუსტიციის სამინისტრო, რომელსაც დანაშაულის პრევრნციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი ახორციელებს. ვიდეო, მართლაც დამაფიქრებელია. სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების,მედიის და თითოეული ჩვენგანის ერთობლივი ჩართულბა იმედია, უზრუნველყოფს ამ სარეკლამო რგოლის happy end-ს.

რა თქმა უნდა ბევრი მოუგვარებელი პრობლემა დგას დღეს დღის წესრიგში. მაგალითად ღიად არის დარჩენილი ბედი იმ ადამიანებისა, რომლებიც გაიზარდნენ ბავშვთა სახლებში, შემდეგ მოხვდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, გარეთ გამოსულებიი კი ასაკის გამო ვერც ბავშვთა სახლში დაბრუნდნენ და იძულებით დარჩნენ ქუჩაში. ასეთი ადამიანებისთვის მოქმედებს მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამა. მაგრამ დაეთანხმებით, ამ პროგრამაში ასეთი ადამიანების ჩართვა მთელ რიგ ფსიქოლოგიურ პრობლემებს უკავშირდება. საპრობლემოა ჯანდაცვის და დასაქმების თემა რაც მთელ რიგ, კარდინალურ ცვლილებეს საჭიროებს როგორც სახელმწიფოში ისე საზოგადოების ცნობიერებაში. ბევრი რამ კეთდება, აშკარაა, რომ უკეთესობისკენ მივდივართ.მაგრამ , წინა ხელისუფლების არ იყოს ”გასაკეთებელია კიდევ ბევრია”.

ესეც „ერთი დიდი სტატია თანამედროვე ახალგაზრდობის პრობლემებზე. მისი დამწერიც კაი დიდი ჭკუის კოლოფი უნდა იყოს… „

პოსტი მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“  ”არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობის თემებში” პროექტის ფარგლებში.

collage

me