აბა დღეს მე ვის რა ვარგე?

ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო:„ – აბა დღეს მე ვის რა ვარგე?“ ალბათ,  ასე განმარტავდა ილია კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას. რა ვარგე თანამშრომლებს, საზოგადოებას, მომხმარებელს, გარემოს! თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნეს სუბიექტის კეთილი ნებაა, მისი ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებაა პროდუქტის ან მომსახურების გასაღების გარდა სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზეც დაფიქრდეს და თითქმის ზოგადსაკაცობრიო პრობლემების გადაწყვეტაში საკუთარი... Continue Reading →

სიკეთის საწარმო

  საწარმო  -  პირთა და ქონების ორგანიზაციულ-ეკონომიკური ერთიანობა და მოგების მიზნით შექმნილი იურიდიული პირის უფლების მქონე ორგანიზაციული წარმონაქმნია, რომლის სავაჭრო მარკითაც იყიდება საქონელი ან გამოდის ნაწარმი. დამეთანხმებით, რომ სიტყვა „საწარმო“ უფრო მეტად მის ეკონომიკურ დანიშნულებას გვაგონებს ვიდრე რაიმე სხვას. თუ მას წინ  სიტყვა „სოციალურს“ დავუმატებთ, მივიღებთ ორგანიზაციას, რომელშიც  სიკეთე იწარმოება. სოციალურ საწარმოს აქვს ორმაგი მიზანი:... Continue Reading →

თითქმის ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად ანუ MY.GOV.GE

„დემოკრატიას მრავალი ნაკლი აქვს, მაგრამ მას ერთი ღირსებაც გააჩნია, რაც იმაში მდგომარეობს, რომ დღემდე არავის გამოუგონია რაიმე უკეთესი“ – სერ უინსტონ ჩერჩილი დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, ალბათ, მისთვის უფრო მისაღები გახდებოდა დემოკრატიის კიდევ ერთი ახალი „სერვისი“ ელექტრონული მმართველობა, რომელიც სამომავლოდ ელექტორნული დემოკრატიის ატვირთვას, გაზიარებას და მოწონებას გვპირდება ვირტუალურ სივრცეში. ბოლო წლებში მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს მოქალაქესა... Continue Reading →

ნაბიჯ(ებ)ი თავისუფლებისკენ

საქართველოში პატიმარი, პატიმრობა, ყოფილი პატიმარი ეს სიტყვები ნაცნობი და აქტუალურია თითქმის ყველა ოჯახისთვის, სამეგობროსთვის, სამეზობლოსთვის და უნდა იყოს  სახელმწიფოსთვის. მე ვიცნობ ბევრ ადამიანს, რომელიც ყოფილი პატიმრის სტატუსს ატარებს და ზოგი ახლაც პატიმარია. გასაკვირია რომ არ ვიცნობდე, რადგან 2010 – 2011 წლებში საქართველოში ყოველი მერვე ადამიანი მსჯავრდებული გახლდათ. ჩვენ წინა წლებშიც მოგვისმენია, რომ ციხებში ხალხს აწამებდნენ,... Continue Reading →

იძულებით დადებული გარიგებები ანუ შპს „გარიგება“

ყველას კარგად გახსოვთ კახელი ქალი მარო, რომელიც ქალაქში გაუთხოვარ, უზრუნველყოფილ ექიმ ქალს გაიცნობს და სარფიანი გარიგების იმედით, საკუთარ ქმარს, მიხოს მასთან დროებით დაახლოებას აიძულებს. ანგარება მაროს ქმარს დააკარგვინებს. ექიმი ქალი მიხოს წესიერებასა და ნიჭს დაუფასებს და მასთან ერთად მშვენიერ ოჯახს შექმნის. საწყალი მარო მწარედ ნანობს თავის საქციელს მაგრამ უკვე ძალიან გვიან არის. ყველას მიხოსავით როდი... Continue Reading →

მე და ლუკა

ლუკა და სალომე ჯერ ლაპარაკი არ იცის,მაგრამ გაჩენის დღიდანვე მაგრძნობინებს რა და როდის უნდა. გარეთ სეირნობისას ხელის მოკიდება არ უყვარს, თავისი მარშრუტი აქვს არჩეული და მეც იქით მივყავარ. ფაქტობრივად თვითონ მასეირნებს არასდროს დაიძინებს თუ ძილი არ უნდა, არც საჭმელს შეჭამს თუ არ მოეწონა. თამაშობს პოლიეთილენის ბოთლებით, ყველაფერს რაც ხელი მოხვდება, ძირს ყრის, სათამაშოებიდან ყველაზე მეტად... Continue Reading →

უკვე მეორედ მომილოცე, ოღონდ ჯერ არ იცი რა. არ იცი, რომ შენი სუნთქვა და ნაბიჯები, ორი თაფლისფერი გალაკტიკა, საჩუქრად გაბანტული ტუჩები და უკვე გამართული „ტოპ ტოპი“, დილით გაღვიძება და მამას მხარეს შენი სასწრაფო გადასვლა, დილიდანვე ბუთის თამაშის მოთხოვნა, უკვე მეათე კიჭი და უკვე ბავშვებში გარევა, შენ მომილოცე ჩვენი თავი მხოლოდ შენ რომ გყავს და გაზაფხული ... Continue Reading →

”მექანიკური ფორთოხლის” და ”ნულოვანი ტოლერანტობის” შემდეგ

„ერთი დიდი სტატია თანამედროვე ახალგაზრდობის პრობლემებზე. მისი დამწერიც კაი დიდი ჭკუის კოლოფი უნდა იყოს: მშობლების უყურადღებობაო, სკოლაში ნამდვილი აღმზრდელების ნაკლებობაო, სახელმძღვანელოებში ცარიელი სიტყვების რახარუხიო და მოსწავლეები კიდე მასწავლებლებს თავზე ასხედანო. სიცილისგან კინაღამ ყლუპი გადამცდა ყელში. რამდენი გაზეთს ავიღებ ხელში,სულ რაღაცას ვნახულობ , ეგენი რო „თანამედროვე ახლაგზარდობას ეძახიან,იმაზე. სულ ერთსა და იმავეს ქაქანებენ და სულ ისე,თითქოს... Continue Reading →

http://rutube.ru/video/d69f0fb9bc09adf60cd7c4bf5d87fcee/ 90-იანი წლების უშუქობა, უწყლობა, უგაზობა და შუქის მოსვლის დროს განათებული ტელევიზორები. „მეფე ლომი“, „ბოლტო“, „არიელი“ და დისნეის სხვა, იმ დროის ახალი მულტფილმები. ძველი თბილისის ძველი ქუჩები, სოლოლაკი და მისი კოლორიტები, ისტორია და ურთიერთობა ანუ ჩვენ, სოლოლაკელები. თბილისში მაშინაც ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახი იყო. ომიდან ვერდაბრუნებული ახალგაზრდა მამების შვილები, მარჩენალის გარეშე დარჩენილი ოჯახები, მშიერი მოხუცები.... Continue Reading →

ჩვენ დღეიდან ჩემს გამომცხვარ პურს, შენ რომ პატარა თითებით დააქუცმაცე,  დავუყრით ჩიტებს ჩვენი ფანჯრის წინ. და გაიზრდებით ერთად, შენ და ისინი. 

Start a Blog at WordPress.com.

Up ↑